დაკავება ძალადობის ბრალდებით
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს და მის მეგობრებს სიტყვიერი კონფლიქტი მოუვიდათ ძმებთან, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. აღნიშნული დაპირისპირების შემდგომ, ჩხუბში მონაწილე პირებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს. სამართალდამცველებმა მომხდარიდან მალევე, ერთ-ერთი ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და მათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის მიზნით კი – შესაბამისი მოქმედებები გრძელდება. დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.