დაკავება ძალადობის ბრალდებით
წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს მარნეულში. ის წარსულში ნასამართლევია. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2012 და 2016 წელს დაბადებულ არასრულწლოვან შვილებზე ფიზიკურად იძალადა. მათ სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებათ. დანაშაული სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.