შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამი პირი ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი, მისი ძმა – ნიკა ზაუტაშვილი და ყვარლის მერის მოადგილე, ლევან გელაძე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, ყვარელში, ყოფით საკითხზე დაწყებული კონფლიქტისას, ნიკა ზაუტაშვილი, გივი ზაუტაშვილი და ლევან გელაძე, ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდგომ კი – ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ამავე დაპირისპირებისას ნიკა ზაუტაშვილმა ლევან გელაძეს ბლაგვი საგნის გამოყენებით, სახის არეში დაზიანება მიაყენა. პოლიციამ სამივე მათგანი ბრალდებულის სახით დააკავა.