ძალადობის ბრალდებით 1998 წელს დაბადებული პირი დააკავეს. ის „ნაციონალური მოძრაობის“ სოფელ მერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ლევან ბიძინაშვილის შვილია. გამოძიების ვერსიით, ლუკა ბიძინაშვილი თბილისში შელაპარაკებისას ტრანსგენდერ ქალს ფიზიკურად გაუსწორდა და მას სახის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ბრალდებულის ოჯახის წევრები გუშინ მთელი ღამის განმავლობაში შსს-ს შიდა ქართლის დეპარტამენტთან იყვნენ შეკრებილები. ლუკა ბიძინაშვილის მამის ცნობით, მისი შვილი სოფლიდან „შკოდას“ მარკის ავტომანქანით წაიყვანეს.