დაკავება დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე

საქართველოს პროკურატურამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ უფროსი დააკავა. გამოძიება დაკავებულს „სოფლის განვითარების სააგენტოს“კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მითვისებას, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებას, აღნიშნული სსიპ-ის კუთვნილი თანხის მოტყუებით დაუფლებასა და ჯგუფურად ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას, სსიპ-ის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას ედავება.

დანაშაული მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულ ი.დ.-ს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა დღეს შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.