დაკავება დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით
საქართველოს პროკურატურამ ორგანიზებული ჯგუფის მიერ სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგო მითვისების, ყალბი ოფიციალური და საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე ოთხი პირი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს. მათი ინფორმაციით, 4 პირი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მიერ მეტროს ვაგონების კაპიტალური რემონტის, მოდერნიზაციის და მაკომპლექტებელი დეტალების შესყიდვის თაობაზე 2017-2024 წლებში, 27 ტენდერის ფარგლებში გამოყოფილი 145 367 365 ლარიდან 41 105 298 ლარს.
დანაშაული 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.