დაკავება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზების ბრალდებით

ირანის ექვსი მოქალაქე დააკავეს სამართალდამცველებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით. პოლიციამ ისინი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აიყვანა.

ნივთმტკიცებად არის ამოღებული 21 შეკვრად დაფასოებული ერთი კილოგრამი და 530 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”, რაზეც შესაბამისი ექსპერტიზაც დაინიშნა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.