დაკავება დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში შემოტანის ბრალდებით

12:12, 19.02.2020

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა აზერბაიჯანის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული პირი, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფში“ დააკავეს. მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, 1 702 აბი და 2 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება „ემ დიე მ ეი“, „პრეგაბალინის“ შემცველი ფსიქოტროპული საშუალება „ლირიკის“ 490 კაფსულა, 72 გრამი „ამფეტამინი“ და 237 გრამი გამომშრალი „მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ითვალისწინებს.

მსგავსი