დაკავება დარკოდანაშაულის ბრალდებით

ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა, მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულის პირადი ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 200 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება „მეფედრონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.