დაკავება დაჭრის ფაქტზე
იმერეთის პოლიციამ სამტრედიაში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სამტრედიაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ერთი პირი დაჭრა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწია. პოლიციამ ნივთმტკიცებად დანა ამოიღო. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.