პატიმრობა შეეფარდა პირს, რომლის სატელეფონო ზარის გამო, სამი დღის წინ ქუთაისი-ბარსელონას რეისი ვერ შესრულდა, აეროპორტში დაბრუნებული თვითმფრინავი კი გამნაღმველების მუშაობის ობიექტი გახდა. რამდენიმესაათიანი ძებნის შედეგად, ხომალდში ასაფეთქებელი მოწყობილობა ვერ იპოვეს, თუმცა, ცრუ შეტყობინების ავტორი მეორე დღესვე მძიმე ბრალდებით დააკავეს.
უცნობია, რა მოტივით დარეკა ბრალდებულმა „ვიზეარის“ სათაო ოფისში, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების გამო, მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.