დაბა ურეკში, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისა და ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მოწმის სახით გამოკითხვისას, ცრუ ჩვენება მისცა მძიმე დანაშაულზე, კერძოდ, „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის საქმეზე. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს.