დაკავება „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” აფეთქების საქმეზე

15:22, 21.08.2026

„ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის” აფეთქების საქმეზე ხორვატიაში უკრაინის მოქალაქე, ვოლოდიმირ ჟურავლევი დააკავეს. მას მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატის თქმით, ჟურავლევს, სავარაუდოდ, გერმანიაში გადაიყვანენ. ამავე საქმეში პირველ ფიგურანტს, უკრაინის მოქალაქეს, სერგეი კუზნეცოვს, რომელსაც ბრალად ედება ორი რუსული გაზსადენის აფეთქებაში მონაწილეობა, გერმანიაში უკვე წაუყენეს ბრალი. ის 2025 წლის ზაფხულში იტალიაში დააკავეს. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქმეში სულ შვიდი ეჭვმიტანილია.

მსგავსი