დაკავება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს: კალაშნიკოვის სისტემის „აკს“-ის მოდელის ორი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, იარაღისთვის განკუთვნილი 8 მჭიდი 304 ვაზნით, „ფ1“-ის ტიპის ხელყუმბარა, „მაკაროვის“ სისტემის კუსტარულად გადაკეთებული პისტოლეტი მჭიდითა და ექვსი საბრძოლო ვაზნით. მასალაზე დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.