დაკავება არასრულწლოვნისთვის თავისუფლების აღკვეთის ფაქტზე

დაკავება არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე. კახეთის პოლიციამ სამი პირი აიყვანა. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში ცოლად შერთვის მიზნით, 2004 წელს დაბადებული გოგონა გაიტაცა. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.