დაკავება არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით

არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 2004 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, სისტემატურად უწევდნენ ექსპლუატაციას და ე.წ. კლიენტებისთვის სექსუალურ მომსახურებას აიძულებდნენ. ტრეფიკინგში ჩართული პირები პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა. დანაშაული 8-დან  12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.