დაკავება არასრულწლოვნის მკვლელობის ბრალდებით
თბილისში, არასრულწლოვანის მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მეორე არასრულწლოვანს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.