ჯგუფურად არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით ორი პირია დაკავებული. გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე დედამ და ბებიამ ფიზიკურად იძალადეს. არასრულწლოვანს ძალადობის შედეგად სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება აღენიშნება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს. დანაშაული სამ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.