დაკავება არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით

40 წლამდე მამაკაცი არასრულწლოვან გოგონაზე სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული.

ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები მამაკაცი დნმ-ის პასუხის საფუძველზე დააკავეს. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ის 16 წლის მოზარდის მიერ ერთი კვირის წინ გაჩენილი ბავშვის მამაა.

საგამოძიებო მასალების მიხედვით, მამაკაცმა მისივე შვილის კლასელზე სექტემბერში იძალადა.

დაკავებული ბრალს არ აღიარებს, გოგონას ახლობლები კი ბრალდებულის ოჯახის გასახლებას ითხოვენ.