დაკავება არასრულწლოვანის გაუპატიურების ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით, 1952 წელს დაბადებული პირი დააკავეს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა პირმა, ძალადობით, არასრულწლოვანი თანასოფლელი გააუპატიურა. სამართალდამცველებმა ბრალდებული კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მისსავე საცხოვრებელ სახლში დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.