არნოლდ ზისერმანის „25 წელი კავკასიაში“ (IV სერია) – აკა მორჩილაძის საავტორო პროექტი „დაკარგული წიგნები“
საქართველოს მთა, კახური ყოფის სიტკბო, რთველი და სუფრის თავისებურებები – არნოლდ ზისერმანი ქართველ მეგობრებს გაიჩენს, მათ მირონით უმოყვრდება თიანეთში და კიდევ მეტი მოწადინებით სწავლობს აქაურობას.
პროექტის ავტორები – აკა მორჩილაძე, ქეთევან სადღობელაშვილი; რეჟისორი – გიორგი ებრალიძე
სტუდია #ეპოქა
წარმოშობით გერმანელი, რუსი მოხელის არნოლდ ზისერმანის მემუარები საქართველოში კავკასიის მთავარმმართებლის, გრაფ მიხაილ ვორონცოვის ეპოქის ამბებს ასახავს.
სხვადასხვა რწმენის, ენის და წარმოშობის ადამიანებთან თანაცხოვრება კი არნოლდ ზისერმანს კავკასიის მრავალფეროვნებაში არწმუნებს.