არნოლდ ზისერმანის „25 წელი კავკასიაში“ (V სერია) – აკა მორჩილაძის საავტორო პროექტი „დაკარგული წიგნები“
არნოლდ ზისერმანის სამსახური აღმოსავლეთ საქართველოში კავკასიის ომის ფონზე მიმდინარეობს დ ახალგაზრდა მოხელე ლეკიანობის ნაშთებსაც აწყდება, ნახულობს დაუნდობელი თავდასხმებისას დაღუპულ უდანაშაულო ადამიანებს და თავსაც გამოიჩენს.
პროექტის ავტორები – აკა მორჩილაძე, ქეთევან სადღობელაშვილი; რეჟისორი – გიორგი ებრალიძე
სტუდია #ეპოქა
წარმოშობით გერმანელი, რუსი მოხელის არნოლდ ზისერმანის მემუარები საქართველოში კავკასიის მთავარმმართებლის, გრაფ მიხაილ ვორონცოვის ეპოქის ამბებს ასახავს.
სხვადასხვა რწმენის, ენის და წარმოშობის ადამიანებთან თანაცხოვრება კი არნოლდ ზისერმანს კავკასიის მრავალფეროვნებაში არწმუნებს.