არნოლდ ზისერმანის „25 წელი კავკასიაში“ (III სერია) – აკა მორჩილაძის საავტორო პროექტი „დაკარგული წიგნები“
არნოლდ ზისერმანი თუშ-ფშავ ხევსურეთის ოკრუგის უფროსის, თავად მიხეილ ჩოლოყაშვილის თანაშემწე ხდება და თიანეთსა და მატანში მსახურობს. ეცნობა ქართულ ყოფას, სწავლობს ქართულ ენას და სიხარულით ირგებს ჩოხას.
პროექტის ავტორები – აკა მორჩილაძე, ქეთევან სადღობელაშვილი; რეჟისორი – გიორგი ებრალიძე
სტუდია #ეპოქა
წარმოშობით გერმანელი, რუსი მოხელის არნოლდ ზისერმანის მემუარები საქართველოში კავკასიის მთავარმმართებლის, გრაფ მიხაილ ვორონცოვის ეპოქის ამბებს ასახავს.
სხვადასხვა რწმენის, ენის და წარმოშობის ადამიანებთან თანაცხოვრება კი არნოლდ ზისერმანს კავკასიის მრავალფეროვნებაში არწმუნებს.