დაკარგული ქართველი მეზღვაურის ცხედარი იპოვეს

18:14, 21.01.2019

ლიბიაში ნაოსნობის დროს დაკარგული 22 წლის ქართველი მეზღვაურის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ადასტურებენ. მათივე ცნობით, მეზღვაურებმა ცხედარი უკვე ამოიცნეს, მას ექსპერტიზა უტარდება და პასუხი ხვალ გახდება ცნობილი.

22 წლის ქართველი მეზღვაური დავით რაზმაძე ლიბიაში ნაოსნობის დროს დაიკარგა. მან ოჯახთან კომუნიკაცია ორი კვირის წინ შეწყვიტა.

მეზღვაურის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 16 იანვარს მიიღო.

მსგავსი