დაკარგული ჯარისკაცი სამხედრო ძალებმა გადაარჩინეს
დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაკარგული ამერიკელი ჯარისკაცი აშშ-ის სამხედრო ძალებმა გადაარჩინეს. „ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში შეერთებული შტატების სამხედროებმა განახორციელეს ერთ-ერთი ყველაზე გაბედული სამძებრო-სამაშველო ოპერაცია აშშ-ის ისტორიაში“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. მისივე ინფორმაციით, დაკარგული ეკიპაჟის წევრი „ირანის რთულ მთიან რეგიონში იმყოფებოდა და მტრები მასზე ნადირობდნენ“. შტატების ლიდერის თქმით, სამხედრო მოსამსახურე ახლა „უსაფრთხოდ და კარგადაა“. შეგახსენებთ, ამერიკული „ეფ-15“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ირანში 3 აპრილს ჩამოაგდეს. თვითმფრინავის ეკიპაჟის ერთი წევრი აშშ-ის სამხედრო ძალებმა გადაარჩინეს, მეორე კი, ამ დრომდე დაკარგულად ითვლებოდა. „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, გადარჩენილი სამხედრო შეიარაღების ოფიცერია. ის მკურნალობის მიზნით ქუვეითში გადაიყვანეს.