დაკარგული გიორგი შაქარაშვილის ძებნა გრძელდება

მცხეთაში, დაკარგული გიორგი შაქარაშვილის საძიებო სამუშაოები მდინარე მტკვარსა და არაგვზე მესამე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე მეხანძრე-მაშველები და მყვინთავთა ჯგუფი მუშაობს. საძიებო პროცესში ჩართულია ორი ექოლოტი, რომლებითაც წყლის ფსკერს ათვალიერებენ. დრონის საშუალებით კი ტერიტორიის მონიტორინგი მიმდინარეობს. ცოცხალი ძალა მუშაობს როგორც წყალში, ასევე მდინარეების სანაპიროებზე. მცხეთაში შექმნილია საველე, სამუშაო შტაბი. მოზარდის დაკარგვის შესახებ ოჯახმა 19 ივნისს განაცხადა.