დაჯილდოების ღონისძიება აჭარაში

15:33, 30.06.2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსა და „ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოების“ ორგანიზებით, ბათუმში აჭარაში მცხოვრები აფხაზების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ცერემონია უკვე მესამე წელია იმართება და მიზნად ისახავს იმ ადამიანების დაფასებას, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს აფხაზური ენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებაში. ღონისძიების ფარგლებში მაყურებლის წინაშე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალური დასიც წარდგა.

მსგავსი