დაჯილდოების ცერემონია – პრეზიდენტის კომენტარი
მიხეილ ყაველაშვილმა განცხადება გააკეთა პრეზიდენტის სასახლეში ორი დღის წინ გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზეც, სადაც სახელმწიფო ჯილდოები მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლისთვის, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების წევრებსა და ფედერაციის შემადგენლობას გადაეცათ. ასევე ქართული კალათბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მისი პოზიციის მიუხედავად, მან მადლობა გადაუხადა გიორგი ცინცაძეს, რომელმაც ღირსების ორდენზე უარი თქვა.