დაჯილდოების ცერემონია
საქართველოს პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მინისტრის პირველ მოადგილეს შალვა ბედოიძეს, მოადგილეებს – იოსებ ჭელიძეს, ალექსანდრე დარახველიძესა და გიორგი ბუთხუზს,- საქართველოს სახელმწიფო ჯილდო, ღირსების ორდენები გადასცა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ისინი კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოვდნენ. ცერემონიას, პრეზიდენტის რეზიდენციაში, საქართველოს პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარეც ესწრებოდნენ.
ღირსების ორდენებით ასევე დაჯილდოვდნენ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი სულხან თამაზაშვილი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი, ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები: მილერი ლაგაზაური და მირზა კეზევაძე.