დაჯილდოება აზერბაიჯანის საელჩოში

საქართველოში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში გამოცხადებული ნახატებისა და ესეების კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.

„გზა დამოუკიდებლობისკენ – აზერბაიჯანი და საქართველო“, – ამ სახელწოდების კონკურსში როგორც ქართველი, ასევე აზერბაიჯანელი 52 კონკურსანტი იღებდა მონაწილეობას, რომლებმაც შექმნეს ნახატები და ესეები. გამოვლენილი გამარჯვებულები დიპლომებითა და სპეციალური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. გამარჯვებულებს საჩუქრები აზერბაიჯანის ელჩმა, ფაიგ გულიევმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა გადასცეს.

დატოვე კომენტარი