დაჯარიმება უკანონო მშენებლობის მიზეზით

თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რაიონში, რეკრეაციულ ზონაში, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე, უკანონო მშენებლობების პროცესი და 10 ჰექტარზე მეტი ტერიტორიის მიტაცების მცდელობა, საწყის ეტაპზე გამოავლინა. აღნიშნული ტერიტორია მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, არ არის განაშენიანებული და ატარებს რეკრეაციული ზონის სტატუსს. სამსახურის წარმომადგენლებმა სამართალდამრღვევების გაფრთხილების მიზნით, ადგილზე შესაბამისი მითითებები გააკრეს. მწარმოებელ პირებს გონივრული ვადა, 10 კალენდარული დღე განესაზღვრათ, რათა თავადვე მოახდინონ ნაგებობების დემონტაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუნიციპალური ინსპექცია იმოქმედებს უფლებამოსილების ფარგლებში. ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალური ინსპექციის უფროსი.  გოგი ჩიქოვანის განმარტებით, სახელმწიფო მიწების მითვისება და უკანონო განაშენიანების მოწყობა ხშირ შემთხვევაში ორგანიზებული ჯგუფების მიერ ხდება, რაც დაუშვებელია.