თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ გლდანის რაიონში, ათ ჰექტარზე მეტი ტერიტორიის მიტაცების ფაქტი გამოავლინა და სამართალდამრღვევები გააფრთხილა. როგორც ირკვევა, აღნიშნული ტერიტორია მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია, არ არის განაშენიანებული და რეკრეაციული ზონის სტატუსს ატარებს.
სამსახურის წარმომადგენლებმა, სამართალდამრღვევების გაფრთხილების მიზნით, ადგილზე შესაბამისი მითითებები გააკრეს. მწარმოებელ პირებს გონივრული ვადა, ათი კალენდარული დღე განესაზღვრათ, რათა თავადვე მოახდინონ ნაგებობების დემონტაჟი. ადგილზე იმყოფებოდა მუნიციპალური ინსპექციის უფროსი გოგი ჩიქოვანი.