დაიანა კინგის კონცერტი

ქართველი მელომანები 90-იანი წლების ვარსკვლავთან შესახვედრად ემზადებიან. იამაიკური წარმოშობის ამერიკელი მუსიკოსი, დაიანა კინგი კონცერტს შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში მდებარე სოციალურ სივრცეში გამართავს. მუსიკალურ საღამოზე შეკრებილი სტუმრები ცნობილი მომღერლისა და კომპოზიტორის ყველაზე პოპულარულ ჰიტებს მოისმენენ.