დაგროვილი ჯარიმების ჩამოწერა
ეკონომიკის მინისტრმა, ენერგეტიკის სექტორში, სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმების ჩამოწერის შესახებ ინფორმაცია, დარგის წარმომადგენლებს გააცნო. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სახელმწიფო ინიციატივები – ოთხ ძირითად კომპონენტს მოიცავს: ინვესტორებთან ურთიერთობისას ჯარიმების პატიებაზე დაფუძნებული ახალი ეტაპის დაწყება, კვოტების მკაფიო დაგეგმვა, საჭიროების შემთხვევაში რეგულაციების ჩარჩოს განსაზღვრა და მსხვილი პროექტებისთვის მხარდაჭერის მექანიზმების შექმნას. მინისტრის შეფასებით, ეს არის საფუძველი იმისთვის, რომ თანამშრომლობა სახელმწიფოსა და ენერგეტიკის სექტორს შორის ახალი, სუფთა ფურცლიდან დაიწყოს და გაგრძელდეს.