დაგროვებითი საპენსიო სისტემა

ბოლო მონაცემებით, დაგროვებითი საპენსიო სისტემით 600 ათასზე მეტი მოქალაქე სარგებლობს.

მათი ნაწილისთვის სქემა სავალდებულოა, ნაწილისთვის კი, ნებაყოფლობითი. 40 წელზე უფროსი ასაკის დასაქმებულებს, სისტემის დატოვება შეეძლებათ – ასეთი დაახლოებით 230 ათასი ადამიანია.

მოქალაქეები ვარაუდობდნენ, რომ სქემიდან გასვლას პირველი აპრილიდან შეძლებდნენ. თუმცა საპენსიო სააგენტოში დააზუსტეს, რომ ვადა ინდივიდუალურია და სისტემაში გაწევრიანების თარიღიდან 3 თვის შემდეგ იწყება.

სანდრო ჯუფალაკიანი არკვევდა, რა პროცედურების გავლა მოუწევთ მოქალაქეებს, რომლებსაც სისტემის დატოვება სურთ.