„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა

„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტი ხანგრძლივი განხილვის საგანი გახდა დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.

მთავრობის ინიცირებული კანონპროექტი დეპუტატებს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გააცნო. ნიკოლოზ გაგუას განცხადებით, შემუშავებული მოდელი  მოქალაქეებისათვის ღირსეული პენსიის მიღების ხელშეწყობასთან ერთად, გაზრდის ეკონომიკურ მაჩვენებლს.

კანონპროექტი განსაზღვრავს დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს ვალდებულებებს საპენსიო შენატანების განხორციელებასთან დაკავშირებით. კერძოდ, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადარიცხოს დაუბეგრავი ხელფასის მინიმუმ 2% .  2%-ი დასაქმებულის ხელფასიდან ხოლო კიდევ 2 % სახელმწიფოს მხრიდან ირიცხება. თუ წლიური ხელფასი 24 000 ლარს აღემატება, სახელმწიფოს წილი 1%-ს შეადგენს.

აღნიშნულ სქემაში ჩართვა 40 წლამდე მოქალაქეებისათვის სავალდებულო იქნება. წარმოდგენილ კანონპროექტს ანტიკონსტიტუციურად მიიჩნევს ოპოზიცია. მათი განმარტებით, რეფერენდუმის გარეშე გადასახადების გაზრდა და ადამიანების იძულება, დააგროვონ პენსია, მიუღებელია.

ოპოზიცია ყურადღებას ინფლაციის რეიკზეც ამახვილებს.