დაგეგმილი ცვლილებები რკინიგზაში  

იგეგმება თუ არა საქართველოში მასშტაბური პრივატიზაციის ახალი ტალღა – ამ თემაზე ეკონომიკის მინისტრს განმარტებების გაკეთება „ბლუმბერგისთვის“ მიცემული ინტერვიუს შემდეგ მოუწია.

გიორგი ქობულია მხოლოდ საქართველოს ფოსტის გაყიდვის გეგმაზე საუბრობს. რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, მთავრობის წევრი აქციების ნაწილის დათმობაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს და კომპანიაში მოსალოდნელ რეორგანიზაციაზე საუბრობს.

ექსპერტები თანხმდებიან, რომ სარკინიგზო დარგში სახელმწიფოს მონოპოლია უნდა დასრულდეს. თუმცა იქვე მიუთითებენ, რომ პრივატიზაცია არ უნდა შეეხოს ინფრასტრუქტურას.