დაფინანსების პროექტი საოკუპაციო ხაზთან

საოკუპაციო  გამოყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება.

პროექტს „საპარტნიორო ფონდი“ და „იუესაიდი ზრდა“ ერთობლივად ახორციელებენ. გრანტის სახით გამოიყოფა 500 ათასი დოლარიც,  რომლითაც „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულებს საშუალება მიეცემათ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული ბიზნესები წამოიწყონ.

პროექტის პრეზენტაცია სიმბოლურად, ენგურის ხიდიდან 600 მეტრში მდებარე რუხის სავაჭრო ცენტრში შედგა.