დაფინანსება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის რიგით 29-ე სხდომა გაიმართა. სხდომა კახა გულედანმა და თეა ახვლედიანმა გახსნეს. როგორც სხდომაზე გადაწყდა, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით გაეწევა ფინანსური დახმარება და ასევე გაგრძელდება სტუდენტების 2025-2026 სასწავლო წლის დაფინანსება. კომისიამ 2024 წლის საქმიანობის ანგარიშიც განიხილა.