დაეკისრება თუ არა რაიმე სახის სასჯელი ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტს

დაეკისრება თუ არა რაიმე სახის სასჯელი ჭყონდიდის ყოფილ მიტროპოლიტ პეტრე ცაავას, ამაზე, სავარაუდოდ, ისევ სინოდი მიიღებს გადაწყვეტილებას. პეტრე ცაავას განცხადებაზე, რომ ის არ აპირებს დაემორჩილოს პატრიარქის ბრძანებას, შიომღვიმის მონასტერში მისი  გამწესების შესახებ, საპატრიარქოში დამატებით კომენტარს აღარ აკეთებენ.

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე პეტრეს სხვა მონასტერში გაამწესებენ, თუ რაიმე სახის სასჯელი დაეკისრება დაუმორჩილებლობისთვის,  ამაზე გადაწყვეტილების მიღება სინოდისა და პატრიარქის პრეროგატივაა. პეტრე ცაავა თბილისში ჩამოსვლას, სავარაუდოდ, ხვალ გეგმავს.

 

დატოვე კომენტარი