დაძმობილების პროექტის დახურვის ცერემონია

საქართველოს რკინიგზისა და პოლონეთის სარკინიგზო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით დაძმობილების პროექტის დახურვის ცერემონია გაიმართა. მხარეებმა მუშაობის შედეგები შეაჯამეს. ისაუბრეს იმ ჩარჩო დოკუმენტებზე, რომლებიც საქართველოს სარკინიგზო სექტორს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებასა და მარეგულირებელი გარემოს გაძლიერებაში დაეხმარება. პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით 2021 წლის მარტიდან ხორციელდება.