დაძაბულობა ვაშინგტონსა და კიევს შორის 

21:32, 20.10.2026

მზარდი დაძაბულობა ვაშინგტონსა და კიევს შორის.

ორივე მხრიდან რიტორიკა, შერბილების ნაცვლად, სულ უფრო მკაცრდება. უკრაინის პრეზიდენტი აშშ მიდგომების და პოზიციონირების გამო უკმაყოფილებას არ მალავს. შეიარაღების მიწოდების შეფერხება, თავდასხმებზე წინასწარ არ გაფრთხილება, შეზღუდვები დაზვერვის ინფორმაციის გაზიარებაზე, რუსული დიზელის მიწოდებაზე სანქციების დროებით მოხსნა – ასეთია ზელენსკის პრეტენზიები ამერიკის მიმართ. უკრაინის პირველი პირი ვარაუდობს, რომ მიღებულია უკრაინის მხარდაჭერის შენელების პოლიტიკური გადაწყვეტილება. ენერგეტიკული ზავი არ სრულდება: აშშ-ის მოთხოვნის შესასრულებლად და რუსეთის ენერგოობიექტებზე საპასუხო დარტყმების შესაწყვეტად ზელენსკი კონკრეტულ პირობებს აწესებს.

ამერიკა-უკრაინას შორის დაძაბული ურთიერთობის ფონზე აშშ-ის მიმართ ტონს ამკაცრებს ევროკავშირიც, რომელიც ომის დასასრულებლად მოლაპარაკებათა მაგიდასთან ყოფნას ითხოვს. იქნება თუ არა გაჭიანურებულ და უშედეგო მოლაპარაკებებში პროგრესი – ამჯერად ყურადღების ცენტრში ნორვეგიაა, სადაც უკრაინის პრეზიდენტი დონალდ ტრამპის წარმომადგენლებს ხვდება.

მსგავსი