დაძაბულობა თურქეთსა და სირიას შორის

მდგომარეობა უკიდურესად მწვავდება სირიაში, იდლიბის პროვინციაში ჰუმანიტარული კრიზისია.

რეგიონში სურსათის დეფიციტია, ადგილზე დარჩენილები სიცოცხლისთვის აუცილებელ სერვისებსაც ვერ იღებენ. ეს მას შემდეგ, რაც ცხელ წერტილში სამთავრობო არმიასა და თურქეთის მიერ მხარდაჭერილ სირიის ოპოზიციას შორის შეტაკებები ინტენსიური გახდა. ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ბოლო რეგიონზე სამთავრობო არმია კონტროლს ვერ იბრუნებს. ახლა საინტერესოა, შედგება თუ არა ხუთ მარტს სტამბოლში მერკელს, მაკრონს, პუტინსა და ერდოღანს შორის შეხვედრა, სადაც კონფლიქტის დასრულების გზებზე უნდა შეთანხმდნენ.

მოსკოვი დუმს.