დაძაბულობა თურქეთ-საბერძნეთს შორის

თურქეთსა და საბერძნეთს შორის ურთიერთობები ისევ დაიძაბა. მხარეები აცხადებენ, რომ სამხედრო-საზღვაო წვრთნების ჩატარებას გეგმავენ. თურქეთმა უკვე გაავრცელა გაფრთხილება და ყველა ხომალდს წვრთნების ჩატარების ადგილიდან თავის შორს დაჭერა ურჩია. საბერძნეთის მთავრობამ, წვრთნების ჩატარების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც თურქეთმა ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში, სეისმური კვლევების ჩასატარებლად მისია გაახანგრძლივა. თურქეთსა და საბერძნეთს შორის დავა, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ტერიტორიას უკავშირდება. თურქეთმა სადავო წყლებში ნავთობისა და გაზის საძიებო სამუშაოები დაიწყო. ათენმა ეს ნაბიჯი დაგმო, როგორც უკანონო და დახმარება ევროკავშირისგან მოითხოვა.