დაძაბულობა რუსეთსა და NATO-ს შორის 

21:42, 15.09.2026

ევროპულ ქვეყნებსა და რუსეთს  შორის ურთიერთობა სულ უფრო იძაბება. ვითარება განსაკუთრებით გუშინ მომხდარმა ინციდენტმა გაამწვავა.

ბალტიის ზღვაში მოძრავმა რუსულმა ფრეგატმა დანიის სამხედრო-საჰაერო ძალების ვერტმფრენის მიმართულებით ორი სასიგნალო შაშხანა გაუფრთხილებლად გაისროლა, რასაც კოპენჰაგენის მძიმე რეაქცია მოჰყვა. მომხდარი უკვე გახდა რუსეთის ელჩის ქვეყნის საგარეო უწყებაში დაბარების მიზეზი. ინციდენტს წინ უძღოდა პოლონეთის საზღვართან სამგზავრო მატარებელზე განხორციელებული იერიში. აღმოსავლეთის ევროპის ქვეყნების საჰაერო სივრცე რუსულმა დრონებმა მანამდეც არაერთხელ დაარღვიეს. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე მოსკოვის ქმედებებს ევროპელი ლიდერები დასავლეთის დაშინების მცდელობად განიხილავენ და მკაცრი საპასუხო ზომებით იმუქრებიან. არანაკლებ მწვავეა მოსკოვის საპასუხო გზავნილები.

ექსპერტები ესკალაციის საფრთხეზე უკვე ალაპარაკდნენ – ბექა ბერიაშვილი გიამბობთ.

მსგავსი