ინდოეთსა და პაკისტანს შორის შეიარაღებული დაპირისპირების საფრთხე სულ უფრო იზრდება. მიზეზი ქაშმირში 22 აპრილს მომხდარი ტერორისტული თავდასხმაა, რა დროსაც 26 ადამიანი დაიღუპა. ვითარებას კიდევ უფრო ართულებს სასაზღვრო ხაზთან მყოფი სამხედროების ქმედებები, ბოლო დღეებია ინდოელი და პაკისტანელი ჯარისკაცები ერთმანეთს პერიოდულად ცეცხლს უხსნიან. მიუხედავად იმისა, რომ ისლამაბადი ქაშმირის თავდასხმასთან კავშირის უარყოფს და ნეიტრალური გამოძიების მომხრეა, დელიში ტერაქტში მონაწილე პაკისტანის მოქალაქეებზე ამახვილებენ ყურადღებას და პირობას დებენ, რომ დამნაშავეები უმკაცრესად დაისჯებიან. ინდოეთმა პაკისტანის მოქალაქეებისთვის ვიზები უკვე გააუქმა. დაანონსებულია მხარეებს შორის 60 წლის წინ გაფორმებული წყლის შეთანხმების შეწყვეტაც. გამწვავებული ვითარების ფონზე ჩინეთი დაპირისპირებულ მხარეებს თავშეკავებისა და დიალოგისკენ მოუწოდებს.