დაცვის სპეციალური სამსახურის 32 წლის იუბილე

18:18, 23.06.2026

საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაარსების 32 წლისთავი მიულოცეს. სამსახურის დაარსების 32 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და ვიცე-პრემიერმა, სამსახურის წარმომადგენელთა მაღალ პროფესიონალიზმზე გაამახვილეს ყურადღება და მათ სახელმწიფოს სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს.
სამსახურის მიერ გაწეულ საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ. დღესვე სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის უწყების 32 თანამშრომელი სხვადასხვა ხარისხის მედლით დაჯილდოვდა. სახელმწიფო მინისტრმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ინფრასტრუქტურა, სასროლეთი და ავტომუზეუმი დაათვალიერა. მოეწყო დასაცავ პირზე თავდასხმისა და ევაკუაციის, ასევე კინოლოგების საჩვენებელი იმიტაცია.

მსგავსი