დაცვის პოლიციის დღე
პროფესიულ დღეს აღნიშნავს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყება.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა თარიღი საზეიმო ცერემონიით აღნიშნა. შეჯამდა უწყებაში გატარებული რეფორმები და პროფესიული წარმატებებისთვის დაჯილდოვდნენ თანამშრომლები. დეპარტამენტი, რომელიც ფიზიკური და იურიდიული პირების უსაფრთხოებაზე ზრუნავს და ათეულობით სტრატეგიულ ობიექტს იცავს, 2004 წელს დაარსდა. დღევანდელ ღონისძიებაზე ავტოტექნიკის ნაწილიც გამოიფინა, ცერემონიის სტუმრებს უწყებაში ბოლო პერიოდში დანერგილი სიახლეებიც გააცნეს.