შინაგან საქმეთა სამინისტროში დაცვის პოლიციის პროფესიული დღე აღინიშნა.
დაცვის პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, დეპარტამენტმა სხვადასხვა დანაყოფის პირადი შემადგენლობა და ავტოტექნიკა წარმოადგინა. ღონისძიების დასასრულს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ და დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, პროფესიონალიზმით გამორჩეული 26 თანამშრომელი დააჯილდოვეს – განსაკუთრებული დამსახურებისთვის სამინისტროს მედალიონი დაცვის პოლიციის ორ თანამშრომელს გადასცეს, 24 თანამშრომელი კი სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის, მადლობის სიგელით დააჯილდოვეს.