დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის წარდგენა

შინაგან საქმეთა მინისტრმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი – თეიმურაზ კუპატაძე წარუდგინა. მინისტრმა მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. სამუშაო შეხვედრაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა დაცვის პოლიციის თანამშრომლებისგან განხორციელებული რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და მათთან ერთად სამომავლო გეგმები განიხილა.